იყიდება მიწა და მიწის ნაკვეთი - მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვა მთელ საქართველოში
Myhome.ge უძრავი ქონების უდიდესი ონლაინ პლატფორმაა საქართველოში, სადაც შესაძლებელია როგორც მიწის ნაკვეთის ყიდვა, ასევე საკუთარი უძრავი ქონების (არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, კერძო სახლი, აგარაკი, ბინა და სხვა) მარტივად და სწრაფად გაყიდვა. Myhome-ზე, შეთავაზებები საქართველოს ყველა რეგიონისათვისაა და სხვადასხვა დანიშნულების, ლოკაციისა და ბიუჯეტის მიხედვით იყიდება მიწა. ამიტომაც, თუ მიწის ნაკვეთის ყიდვა უკვე წარმოდგენილ ლოკაციასა და ფასში გსურთ, ან თავად ყიდით მას, ჩვენი ვებგვერდი ამ შესაძლებლობას ერთ სივრცეში, ძალიან მარტივად და მომხამრებელზე მორგებული გამოცდილებით მოგცემთ.
მიწის ნაკვეთები თბილისში, ლისზე, თბილისის ზღვაზე, გლდანში – იყიდება მიწა თბილისში და რეგიონებში
მიწების ყიდვა-გაყიდვა, როგორც წესი, უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მხრივ, საქართველოში, ისტორიულად, ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ფიქსირდება, ბევრ მესაკუთრეს სხვადასხვა დაბრკოლებასთან გამკლავება მას შემდეგ უწევს, რაც რეალურად დაიწყებს მიწის ნაკვეთის გაყიდვაზე ფიქრს, მათ შორის, ყველაზე გავრცელებული შემთხვევები, რომლებიც ხშირად, მიწის ნაკვეთის გაყიდვას ხელს უშლის, შემდეგია:
- რეალური საბაზრო ფასის არცოდნა - ბაზრის სწორი ანალიზის გარეშე, რთულია სწორად განსაზღვრო, რა ღირს კონკრეტული მიწის ნაკვეთი ამჟამინდელი მონაცემებით;
- რეალური მყიდველის არყოლა - ყიდვა-გაყიდვის პლატფორმის არასწორად შერჩევისას, ხშირია იმედგაცრუება, რადგან სასურველ სეგმენტზე გასვლა ჭირს. ზოგჯერ კი, ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდება ნაკლებ ინტერესს იწვევს, რაც გამოიხატერბა იმაში, რომ განცხადება შესაძლოა ძალიან ბევრმა იხილოს, თუმცა კავშირზე ძალიან ცოტა გამოვიდეს.
- გრძელვადიანი პროცესი - ზარები, შეხვედრები, დოკუმენტაციის გადამოწმება, ყველაფერი ერთიანობაში დამღლელი და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მიწის ნაკვეთში ინვესტირება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ისე მარტივად არ მიიღწევა, როგორც საცალო პროდუქტების შეძენისას, ამიტომაც მნიშვნელოვანია, არ დაკარგოთ იმედი და გამოიჩინოთ მოთმინება.
- თაღლითობის შიში - აღსანიშნავია, რომ დიდ როლს თამაშობს ადამიანების ნდობის ფაქტორიც. ხშირია, როცა პოტენციური მყიდველისგან არაკეთილსინდისიერი მოპყრობის შიშით, ადანიანები უკან იხევენ. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია სრულად ყველა კანონის დაცვით მიჰყვეთ პროცედურას და საკითხის გართულების შიში, ფაქტობრივად, 0-ის ტოლი იქნება, ხოლო თუ მაინც რაიმე გაუგებრობა წარმოიშვა, კანონით იქნებით დაცული.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით, Myhome-ის პლატფორმა სწორედ ისეა მოწყობილი, რომ მიწების ყიდვა-გაყიდვა მაქისმალურად გამარტივდეს. დროთა განმავლობაში დამკვიდრებული ხარისხისა და სანდოობის წყალობით, ვებგვერდი აერთიანებს როგორც კერძო პირებს, ასევე ინვესტორებს, რაც რეალური გარიგების დადების შანსს ზრდის. Myhome-ზე შეგიძლიათ განათავსოთ განცხადება, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია და მარტივად და კომფორტულად მიჰყვეთ პროცესს.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბაზარზე ყველაზე მასშტაბური უძრავი ქონების პლატფროის წოდება, შესაძლებლობას გვაძლევს საინტერესო დაკვირვებები გავაკეთოტ და გაგიზაიროთ. ბოლო დროს, გამოკვეთილი ტენდენციის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვისას აქტუალურია როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწები, ასევე სიანვესტიციო მიწის ნაკვეთებიც. ამიტომაც, ორივე შემთხვევა განვიხილოთ:
სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი
თუ მიწის ნაკვეთის ყიდვა მეურნეობის მიზნით გსურთ, Myhome-ზე სხვადასხვა ფართობისა და მდებარეობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს მარტივად იპოვით. ამ კუთხით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
- მდებარეობა და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურასთან სიახლოვე;
- მიწის ხარისხი და რელიეფი;
- სარწყავი წყლისა და გზის ხელმისაწვდომობა;
- ფართობის ზომა.
პლატფორმაზე წარმოდგენილია როგორც მცირე, ისე დიდი ზომი მიწის ნაკვეთები, რაც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ მიწა ბაღისთვის, ვენახისთვის, სათბურის ან სხვა სასოფლო საქმიანობისთვის.
საინვესტიციო მიწის ნაკვეთები - გონივრული და გამართლებული არჩევანი
მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი ინვესტიციაა. დღეს, განსაკუთრებით, აქტუალურია მიწის ნაკვეთები თბილისში, კერძოდ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საძიებო ლოკაციები შემდეგია:
- მიწის ნაკვეთები თბილისში (ზოგადად);
- მიწის ნაკვეთები ლისზე;
- მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვაზე;
- მიწის ნაკვეთი გლდანში;
საინვესტიციო მიზნებისთვის მიწის ნაკვეთის ყიდვა შეიძლება იყოს:
- საცხოვრებელი პროექტის განვითარების საფუძველი;
- კომერციული ობიექტის მშენებლობის შესაძლებლობა;
- გრძელვადიან პერიოდში დიდი მოგების ნახვის შესაძლებლობა, ვინაიდან ურბანუი ინფრასტრუქტურის უწყვეტი განვითარება უფრო და უფრო ზრდის მიწის ნაკვეთის ფასსაც, ამიტომაც, გასაკვირის სულაც არ არის, რომ ყოველთვის კარგად იყიდება მიწა თბილისში და მის შემოგარენში.
შესაბამისად, Myhome-ზე წარმოდგენილი შეთავაზებები საშუალებას გაძლევთ შეადაროთ ფასები, ლოკაციები და ფართობები, რათა მიიღოთ გააზრებული და ოპტიმალური გადაწყვეტილება.
მიწის ნაკვეთები ფერმისთვის - საუკეთესო არჩევანი სოფლის მეურნეობისთვის
ფერმა მოითხოვს მიწის ძალიან დიდი დაკვირვებით შერჩევას. მნიშვნელოვანია, რომ ნაკვეთი იყოს მარტივად მისადგომი, ჰქონდეს კომუნიკაციებთან წვდომა და შეესაბამებოდეს თქვენი საქმიანობის ტიპს. Myhome-ზე, მიწის ნაკვეთის ყიდვა ფერმისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია შესაძლებელი და თქვენი პრეფერენციებისა და საჭიროებების მიხედვით, შეგიძლიათ შეარჩიოთ:
- ფართო ნაკვეთები მეცხოველეობისთვის;
- მიწა მარცვლოვანი კულტურებისთვის;
- მიწა სათბურისა და ბაღის მოსაწყობად.
არ დაგავიწყდეთ, მიწის ნაკვეთის შერჩევისას, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფასი, არამედ მისი განვითარების პოტენციალიც.