გარიგების ტიპიქონების ტიპი

ბინების ყიდვა გაყიდვა საქართველოში: როგორ ვიპოვოთ იდეალური ვარიანტი მარტივად

ალბათ, ყველასთვის ნაცნობია ის ქაოსი, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე ხვდება ადამიანს, როდესაც ბინების ყიდვა ან გაყიდვა დგება დღის წესრიგში. ათობით სხვადასხვა პლატფორმა, არარეალური ფასები, ვადაგასული განცხადებები და ფოტოები, რომლებიც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება - ეს პროცესი ხშირად დიდ დროსა და ენერგიას ართმევს როგორც მყიდველს, ისე გამყიდველს. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტია გქონდეთ წვდომა სივრცეზე, სადაც ინფორმაცია მუდმივად ახლდება და ყველაფერი ერთ სივრცეშია.

Myhome.ge სწორედ ასეთი პლატფორმაა - უძრავი ქონების უდიდესი სივრცე საქართველოში, სადაც მრავლად არის გასაყიდი ბინები იაფად. აქ ბინების ყიდვა გაყიდვა მაქსიმალურად გამარტივებულია. არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყნის რომელ წერტილში ეძებთ საცხოვრებელს, სისტემა გაძლევთ საშუალებას, რამდენიმე წუთში გაფილტროთ ასობით განცხადება და იპოვოთ ის, რაც თქვენს ბიუჯეტსა და მოთხოვნებს პასუხობს.

ბინების ყიდვა საქართველოში: ლოკაციები და ფასის განმსაზღვრელი ფაქტორები

უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვა საქართველოში რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება - ქალაქს, უბანსა და ოთახების რაოდენობს. ეს სამი პარამეტრი ერთად განსაზღვრავს საბოლოო ფასს.

ბინების ყიდვა გაყიდვა თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა. აქ მოთხოვნა დიდია როგორც ცენტრალურ უბნებზე, ისე გარეუბნებზე, რაც ფასების ფართო დიაპაზონს ქმნის.

თუ თქვენთვის პრიორიტეტი ზღვასთან სიახლოვეა, ბინების ყიდვა ბათუმში კარგი გადაწყვეტილებაა, ბათუმში ბაზარი მზარდია - ბევრი ყიდულობს სეზონური გაქირავების მიზნით. ზღვასთან სიახლოვის გამო კი მოთხოვნა სტაბილურად მაღალია.

თუ შედარებით მშვიდ და ბიუჯეტურ ვარიანტებს ეძებთ, ჩვენს პლატფორმაზე იხილავთ განცხადებებს, რომ იყიდება ბინა ქუთაისში. ამ კატეგორიაში, ასევე, პოპულარული არჩევანია ბინების ყიდვა გაყიდვა რუსთავში.

პლატფორმაზე ბინის ძიებისას ხშირად შეხვდებით შემდეგ განცხადებებს:

  • იყიდება 1 ოთახიანი ბინა – პოპულარულია სტუდენტებში და მათთვის, ვინც ბინას საინვესტიციოდ ყიდულობს;
  • იყიდება 2 ოთახიანი ბინა – პატარა ოჯახებისთვის ოპტიმალური ვარიანტია;
  • სტუდიოს ტიპის ბინა – კომპაქტური დაგეგმარება, ხშირად ახალ კორპუსებში, ხელმისაწვდომი საწყისი ფასით.

გახსოვდეთ, რომ ბინები სხვადასხვა მდგომარეობაში იყიდება. თქვენ შეგიძლიათ, აირჩიოთ ბინები დასრულებული რემონტით, სადაც გადასვლას შეძენისთანავე შეძლებთ ან არჩევანი შეაჩეროთ კარკასულ მდგომარეობაზე, რათა თქვენი მომავალი სახლის დიზაინი თავად დაგეგმოთ.

მშენებარე და ახალაშენებული ბინები: განვადება და წამყვანი დეველოპერები

თუ მშენებარე ბინები გაინტერესებთ, Myhome.ge-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ მშენებარე ბინები იაფად, პირდაპირ დაუკავშირდეთ სამშენებლო კომპანიებს და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პირობებზე.

ბინები განვადებით ბევრისათვის ხელმისაწვდომი ვარიანტია, ვინაიდან, ამ დროს სრული თანხის გადახდა არაა საჭირო.

პლატფორმაზე წარმოდგენილია საქართველოს წამყვანი სამშენებლო კომპანიები:

  • აქსისი – ცნობილი თავისი მასშტაბური და გამორჩეული არქიტექტურული პროექტებით;
  • მ2 (m2) – თუ ეძებთ კომფორტს და ენერგოეფექტურობას, ხშირად ნახავთ განცხადებას: იყიდება m2 ბინა;
  • არქი ისანი – პოპულარული არჩევანი მათთვის, ვისაც სურს ცხოვრება კეთილმოწყობილ კომპლექსში.

Myhome.ge-ზე აუცილებლად ნახავთ თქვენთვის მიმზიდველ ვარიანტს, ჩვენთან შეგიძლიათ, დაათვალიეროთ განცხადებები სხვადასხვა უბანში - მშენებარე ბინები ისანში, ბინები ვარკეთილში, მშენებარე ბინები გლდანში, ასევე, გასაყიდი ბინები საბურთალოზე.

თუ კორპუსში ცხოვრებას კერძო სახლს ამჯობინებთ, ჩვენთან იყიდება კერძო სახლი სასურველ ლოკაციაზე, იქნება ეს ქალაქის ცენტრი თუ შემოგარენი.

რატომ არის ბინის ყიდვა პოპულარული არჩევანი?

უძრავი ქონება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მყარი აქტივია. ბინების გაყიდვა და ყიდვა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას არ ნიშნავს, ეს გონივრული ფინანსური ნაბიჯია რამდენიმე მიზეზის გამო:

  • ინვესტიციის შესაძლებლობა: ფასები, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, დროთა განმავლობაში სტაბილურად იზრდება. დღეს ნაყიდი ბინები იაფად რამდენიმე წელიწადში შესაძლოა გაცილებით ძვირად შეფასდეს;
  • გაქირავების პოტენციალი: შეძენილი ქონება შეგიძლიათ, შემოსავლის წყაროდ აქციოთ გრძელვადიანი გაქირავებით ან ტურისტებზე დღიურად. მოთხოვნა, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში, სტაბილურად მაღალია.
  • კარიერული შესაძლებლობები: ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში ბინის ქონა ნიშნავს სამუშაო ადგილებთან სიახლოვეს და დროის დაზოგვას.

კომფორტის ასპექტიც გადამწყვეტია. პლატფორმაზე განთავსებული გასაყიდი ბინები ახლოსაა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან. ფეხით სავალ მანძილზეა სკოლები, საბავშვო ბაღები, სუპერმარკეტები და კლინიკები. განსაკუთრებით მოთხოვნადია ბინა მეტროსთან, რაც ყოველდღიურ გადაადგილებას საგრძნობლად ამარტივებს.

თუ გსურთ სწრაფად იპოვოთ საუკეთესო ვარიანტები კონკრეტულ ქალაქში, შეგიძლიათ პირდაპირ გადახვიდეთ შესაბამის კატეგორიაში:

პოპულარული ქალაქები და ლოკაციები ბინის საყიდლად

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება. ბინების ყიდვა იაფად ხშირად შესაძლებელია ისეთ მზარდ ქალაქებში, როგორებიცაა რუსთავი ან ქუთაისი. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ბინის ყიდვა არაერთ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს - საცხოვრებელს, ინვესტიციას ან გაქირავებას.

  • თბილისი – ყველაზე მრავალფეროვანი ბაზარი. ფასი პირდაპირ დამოკიდებულია უბანზე. ხშირად მომხმარებლებს სურთ ბინების იაფად ყიდვა, ამიტომ ეძებენ განცხადებებს გარეუბნებში, სადაც ცენტრთან შედარებით ახალაშენებული ბინები იაფად მოიძებნება. განვიხილოთ რამდენიმე უბანი: საბურთალო (ბიზნეს-ცენტრებთან სიახლოვე, განვითარებული ინფრასტრუქტურა); ვარკეთილი (ახალი კორპუსები, მეტრო, ოჯახებისთვის კომფორტული გარემო); გლდანი (ხელმისაწვდომი ფასები); ისანი (მშენებარე პროექტები, პერსპექტიული ლოკაცია).
  • ბათუმი – ზღვასთან სიახლოვე გაქირავების მაღალ მოთხოვნას ქმნის. ბევრი ყიდულობს საინვესტიციო მიზნით.
  • ქუთაისი და რუსთავი – ბიუჯეტური ვარიანტები, კარგი ინფრასტრუქტურა.

რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის ყიდვისას?

სანამ არჩევანს გააკეთებთ, რამდენიმე დეტალი გაითვალისწინეთ:

  • ლოკაცია და ტრანსპორტი – შეამოწმეთ რეალურად რამდენი წუთი გჭირდებათ მეტრომდე ან ავტობუსის გაჩერებამდე. ბინა მეტროსთან ახლოს ყოველდღიურ კომფორტს ზრდის. ასევე, ამარტივებს ყიდვასა და გაქირავებას; Myhome.ge-ზე შეგიძლიათ გამოიყენოთ დეტალური ფილტრი და მონიშნოთ, რომელ მეტროს სადგურთან გსურთ ბინის მოძებნა.
  • მდგომარეობა – გაარკვიეთ, როგორი კარკასია. შავი კარკასი მხოლოდ კედლებსა და კარ-ფანჯარას გულისხმობს, თეთრი კარკასი - კომუნიკაციებსა და გალესილ კედლებს, ხოლო მწვანე კარკასი უკვე კოსმეტიკური რემონტისთვის გამზადებული სივრცეა.
  • გათბობა და კომუნიკაციები – შეამოწმეთ, არის თუ არა ცენტრალური გათბობა, ვინაიდან, ზამთრის კომუნალურ ხარჯებზე ეს პირდაპირ აისახება.
  • პარკინგი – მჭიდროდ დასახლებულ უბნებში საკუთარი საპარკინგე ადგილი დიდი უპირატესობაა.

დაათვალიერეთ განცხადებები და იყიდეთ ბინა Myhome-ზე

პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ ბინების ძიება ნაკლებად დამღლელი იყოს. მოქნილი ფილტრაციის სისტემა საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ მხოლოდ ის პარამეტრები, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია - ფასი, ფართობი, სართული, მდგომარეობა თუ ლოკაცია. შედეგებში მხოლოდ იმ ვარიანტებს იხილავთ, რაც თქვენს მოთხოვნებს პასუხობს.

განსაკუთრებით მოსახერხებელია შედარების ფუნქცია. შეგიძლიათ რამდენიმე განცხადება გვერდიგვერდ დააყენოთ და ნახოთ, სად უფრო ხელსაყრელი ფასია ან უკეთესი დაგეგმარება. ეს გეხმარებათ, ემოციური გადაწყვეტილების ნაცვლად რაციონალური არჩევანი გააკეთოთ.

თუ გეჩქარებათ, ყურადღება მიაქციეთ განცხადებებს წარწერით „იყიდება ბინა სასწრაფოდ" - ასეთ შემთხვევებში გამყიდველი ხშირად საბაზროზე მოქნილ ფასს შემოგთავაზებთ.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

რა ღირს ბინები საქართველოში?

ფასი ინდივიდუალურია. ყველაზე ძვირი ბინები თბილისის ცენტრალურ უბნებში (ვაკე, საბურთალო) და ბათუმის პირველ ზოლშია. იაფი ბინები შეგიძლიათ იპოვოთ რუსთავში, ქუთაისში ან თბილისის გარეუბნებში (გლდანი, ვარკეთილი). გაითვალისწინეთ, რომ ბინები მწვანე კარკასით და გარემონტებული ბინა შედარებით ძვირია. შედარებით იაფად იყიდება ერთოთახიანი ბინები.

როგორ ვიყიდო ბინა?

პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება, ჯერ უნდა განსაზღვროთ ბიუჯეტი და შეარჩიოთ ლოკაცია, შემდეგ Myhome.ge-ზე ფილტრაციით დაათვალიეროთ სასურველი ბინები. თუ რომელიმე მოგეწონებათ, ადგილზე უნდა ნახოთ და შეამოწმოთ დოკუმენტები (ამონაწერი). საბოლოოდ, გააფორმოთ ნასყიდობის ხელშეკრულება და დარეგისტრირდეთ საჯარო რეესტრში.

შეიძლება თუ არა ბინის ყიდვა იპოთეკური სესხით?

დიახ, პლატფორმაზე ბევრი განცხადებაა, სადაც მითითებულია იყიდება ბინა განვადებით. ბანკების უმეტესობა პირდაპირ თანამშრომლობს დეველოპერებთან, რაც პროცედურებს ამარტივებს.

შეიძლება თუ არა უცხოელმა იყიდოს ბინა საქართველოში?

დიახ. საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება შეიძინონ და დაირეგისტრირონ უძრავი ქონება (სასოფლო-სამეურნეო მიწების გარდა).

როგორ გავყიდოთ ბინა სწრაფად?

სწრაფი გაყიდვისთვის აუცილებელია ფასი ადეკვატურად დაადოთ (ამაში სხვა განცხადებების შედარება დაგეხმარებათ). შემდეგ, გადაიღეთ ხარისხიანი ფოტოები, რომლებიც კარგად აჩენს ბინის სივრცეს და პლატფორმაზე განთავსებისას, დეტალური აღწერა გაუკეთეთ, სადაც ხაზგასმული იქნება უპირატესობები (მაგ. ბინა იყიდება მეტროსთან).

გსურთ დღესვე იპოვოთ თქვენი მომავალი სახლი? დაიწყეთ ძიება ახლავე და დარწმუნდით, რომ ბინები გაყიდვა თუ ყიდვა შეიძლება იყოს მარტივი, გამჭვირვალე და წარმატებული.

SUPER VIPყველას ნახვა