Spark City by Numark ახალი საცხოვრებელი პროექტია თბილისში, საბურთალოზე, გიორგი დანელიას ქუჩა 63-ში.
პროექტის მთავარი კონცეფციაა „იცხოვრე პარკის გარშემო“ — საცხოვრებელი გარემო, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, ბუნება და მრავალფეროვანი რეკრეაციული სივრცეები ერთიანდება.
პროექტის გენერალური გეგმა შვეიცარიულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Christ & Gantenbein-მა ANDS-თან თანამშრომლობით შეიმუშავა, ხოლო შენობების დეტალურ არქიტექტურაზე NS STUDIO-მ იმუშავა.
კომპლექსი ცხრა ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას აერთიანებს. მშენებლობისას გამოყენებულია ურიგელო კონსტრუქციული სისტემა, რომელიც ბინების მოქნილი დაგეგმარების შესაძლებლობას იძლევა.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სივრცის განაწილებაა: შენობებს 24 000 მ² ეთმობა, ხოლო 57 000 მ² გამწვანებულ, რეკრეაციულ და საერთო სივრცეებზეა გათვლილი.
კომპლექსის ცენტრში დაახლოებით ერთ ჰექტარზე გაშლილი პარკია, რომლის გარშემოც საცხოვრებელი შენობები და ყოველდღიური ცხოვრებისთვის განკუთვნილი სივრცეები ერთიანდება.
პროექტის ინფრასტრუქტურა მოიცავს:
ცენტრალურ პარკს, გამწვანებულ ეზოებსა და სასეირნო ბილიკებს;
20-მეტრიან საცურაო აუზს ღია ტერასით;
პადელის ორ კორტსა და მრავალფუნქციურ სპორტულ მოედანს;
საბავშვო და დასასვენებელ სივრცეებს;
ხელოვნურ სარკისებურ ტბას
კომპლექსის შიდა ტერიტორია ავტომობილების მოძრაობისგან თავისუფალია, რაც მაცხოვრებლებისთვის მშვიდ და უსაფრთხო გარემოს ქმნის.
Spark City-ის მშენებლობა უკვე დაწყებულია. პირველი ეტაპის დასრულება 2028 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
Spark City — იცხოვრე პარკის გარშემო.